28 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ფოთში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ფოთში მეორე ტური ჩატარდება. "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ხმების 38.09% მიიღო. ხოლო, "ქართული ოცნების" კანდიდატს, ბექა ვაჭარაძეს ამომრჩევლების 46.86%-მა დაუჭირა მხარი.

​"ქართული ოცნების" კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, თუმცა მისი თქმით, შესაძლოა შედეგებზე გარკვეულმა ფაქტორებმა იმოქმედა.

საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, გუშინ მხოლოდ 10 საჩივარი შემოვიდა, მათი უმრავლესობა მხოლოდ პროცედურული ხასიათის იყო და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა.

დღის ამბები