28 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ, მიუხედავად მცირე პროცედურული გამოწვევებისა, დათვლის პროცესი იყო შეფასებული გამჭვირვალედ - ალბერტ ჯონსონი 

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება - ამ წუთებში ეუთო/ოდირისა და ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებთან ერთად ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი პრესკონფერენცია იმართება.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდშიც იმყოფებოდნენ, გუშინ კი მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანზე კენჭისყრის პროცესს ადევნებდნენ თვალს. საერთაშორისო მისიის წარმომადგენლებმა არჩევნების მიმდინარეობის შესახებ პირველადი შედეგები წარმოადგინეს.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ ჯონსონის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნები ძირითადად მშვიდ და წყნარ გარემოში ჩატარდა, თუმცა ადგილი ჰქონდა ცალკეულ ინციდენტებს.

"2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ზოგადად კარგად მართული გახლდათ. კანდიდატებმა შეძლეს, რომ კამპანიაში მიეღოთ მონაწილეობა თავისუფლად, კონკურენტულ გარემოში, თუმცა ეს პერიოდი აღინიშნებოდა ფართოდ გავრცელებული და თანმიმდევრული ბრალდებებით, რომელიც უკავშირდებოდა დაშინებას, ხმების მოსყიდვას და ზეწოლას კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე და არათანაბარ გარემოს.

სამართლებრივი ჩარჩო ზოგადად გახლავთ მხარდამჭერი დემოკრატიული არჩევნებისა და მზადების პროცესი საარჩევნო პროცესებისთვის გახლავთ გამჭვირვალე და პროფესიონალურად მართული.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეროვნულ პრობლემებზე და არჩევნებს ზეგავლენა ჰქონდა ეროვნულ პოლიტიკაზე და ამ პროცესმა გადაჩრდილა ადგილობრივი გამოწვევები. მრავალფეროვანი მედია ლანდშაფტი იყო მკვეთრად პოლარიზებული და ხდებოდა მცირე ანალიტიკური და შერჩევითი გაშუქება, რამაც მოგვიანებით შეზღუდა ამომრჩევლების შესაძლებლობა, რომ ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ.

დაბალი წარმომადგენლობა ქალებისა კამპანიის დროს - ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ საჭირო გახლავთ უფრო მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რათა იყოს უზრუნველყოფილი ქალთა ადეკვატური წარმომადგენლობა პოლიტიკაში.

არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ, მიუხედავად მცირე პროცედურული გამოწვევებისა, განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცესში; დროდადრო ხდებოდა ჩარევა პროცესებში და ინდივიდუალური ჯგუფები პოტენციურად გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე, რომლებიც იყვნენ საარჩევნო უბნებს გარეთ.

არჩევნების დღე გაიმართა წყნარ, მშვიდ გარემოში, ორგანიზებულად, თუმცა აღენიშნებოდა ცალკეული ძალადობის ინციდენტები, საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა გახსნითი პროცესი და აგრეთვე ხმის მიცემის პროცედურა პოზიტიურად და აგრეთვე, აღსანიშნავია რამდენიმე შემთხვევა, სადაც ხდებოდა ამომრჩევლების გადავსება, რამაც გამოწვევის წინაშე დააყენა კოვიდდთან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულება. 

დათვლის პროცესი იყო შეფასებული გამჭვირვალედ. საერთოდ საარჩევნო ადმინისტრაციამ პროცესის ტექნიკური აქცენტები მართა ეფექტიანად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სესიები იყო ღია დაინტერესებული მხარეებისთვის და ასევე პირდაპირ რეჟიმში გაშუქება ხდებოდა პირველად, რამაც თავის მხრივ გაზარდა გამჭვირვალობა. კამპანია იყო კონკურენტუნარიანი, ხდებოდა კანდიდატების მონაწილეობა მედიაში და ონლაინ რეჟიმში.

საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო გვაძლევს საერთო ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის, თუმცა რამდენიმე ოდირის და ვენეციის კონვენციის  რეკომენდაცია გაუთვალისწინებული დარჩა, განსაკუთრებით ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო დავების მოგვარებას და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებას," - განაცხადა ალბერტ ჯონსონმა.

დღის ამბები