28 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
როგორი იქნება საერთაშორისო დამკვირვებელთა დასკვნა თვითმმართველობის არჩევნებზე - რა მოლოდინი აქვთ "ქართულ ოცნებაში"

"ქართული ოცნებაში" საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებით დასკვნებში თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დადებითი შეფასების მოლოდინი აქვთ. მმართველი გუნდის წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დასკვნაში აუცილებლად ჩაიწერება, რომ არჩევნები 2021 კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა.

"ვფიქრობ, რომ წინასწარ დასკვნაში, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება იქნება საუბარი იმაზე, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, თანასწორობა იყო გარანტირებული და ასევე, ადამიანის უფლებები გათვალისწინებული იყო. ეჭვი არ მეპარება, რომ დასკვნა ასეთი იქნება. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არჩევნები ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე წინა,"- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

ოპოზიციაში გამოთქმულ ვარაუდის საპასუხოდ, რომ დედაქალაქში მე-2 ტურის ჩატარება გახდება საჭირო, ნიკოლოზ სამხარაძე აღნიშნავს, - კარგია როდესაც ოპონენტები მხოლოდ მე-2 ტურზე საუბრობენ და არა რეფერენდუმზე. 

ნიკოლოზ სამხარაძე ასევე ამბობს, რომ ეგზიტპოლის შედეგებიდან გამომდინარე, ისინი ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ იტყვიან, რომ დედაქალაქში პირველივე ტურში გაიმარჯვეს, თუმცა იმასაც განმარტავს, რომ ამის დიდი ალბათობა არსებობს. 

დღის ამბები