28 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
დრო გვიჩვენებს, ზეიმისთვის გამოვალთ თუ აქციისთვის, ბევრგან იქნება მე-2 ტური - პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ოპოზიციას აქციის ორგანიზებისთვის არ სცალია და ხმის დათვლის პროცესში საკუთარი ხმების დაცვითაა დაკავებული.

მისივე თქმით, სხვადასხვა უბნიდან მიღებული წინასწარი მონაცემები, მათ აძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისში მე-2 ტური აუცილებლად იქნება. 

"ამას დრო გვიჩვენებს, ზეიმისთვის გამოვალთ თუ გასაპროტესტებლად. ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. სულ რამდენიმე უბნიდან შემოვიდა, იქიდან გამომდინარე, რომ  3 ბიულეტენია თითოეულ კონვერტში, სწრაფად ვერ ხდება დათვლა. 12 საათი ხდება და სულ რამდენიმე ათეული უბნიდან გვაქვს დადასტურებული, კონკრეტული შედეგი და ციფრები შემოსული. დაველოდოთ, რადგან როგორც კი "ოცნება" ხედავს, რომ აგებს არჩევნებს, მიმართავენ ბოლო ინსტრუმენტს. დღის განმავლობაში აქვთ ზეწოლა, გაყალბება, კარუსელები, ყალბი პირადობები, ბოლო ინსტრუმენტია, რომ ოქმში ციფრი გადაასწორონ, ანუ, თუ აიღეს, ვთქვათ, 85 ხმა, წინ ერთიანი მიაწერონ და გამოიყვანონ 185. ეს არ უნდა დავუშვათ. აქციის სამობილიზაციოდ ნამდვილად არ გვცალია, ეს საქმეა გასაკეთებელი, შემდეგ უკვე გამოჩნდება. ბევრგან იქნება მეორე ტური, ბევრგან პირველშიც გავიმარჯვებთ, მაგალითად, თბილისში აუცილებლად იქნება მეორე ტური.

ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ეგზიტპოლები და რამდენიმე ათეული უბნიდან შემოსული ინფორმაცია, უკვე იძლევა იმ სურათს, რომ აუცილებლად იქნება მეორე ტური,"- აცხადებს ცისკარიშვილი და ამბობს, რომ ახლა ხმები აქვთ დასაცავი. 

დღის ამბები