28 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
როგორ ჩაიარა არჩევნებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში - მოსახლეობის აქტივობამ 47.3% შეადგინა

მარნეულის მუნიციპალიტეტში არჩევნების დღეს რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა. ყიზილაჯლოში სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მოხდა დაჭრის ფაქტიც, თუმცა, როგორც გაირკვა, შემთხვევა საარჩევნო უბნიდან 100-150 მეტრის მოშორებით მოხდა და მას არ ჰქონია გავლენა ხმის მიცემის პროცესზე.

საერთო ჯამში, "კურიერის" დაკვირვებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში არჩევნებმა მეტნაკლებად მშვიდად ჩაიარა.

ცესკოს ოფიციალური მონაცემები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, თუმცა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები 20:00 საათიდან გამარჯვებას ზეიმობენ და ქალაქში ავტომობილების კოლონით გადაადგილდებიან.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ოლქში შევიდა 25 საჩივარი, თუმცა, მათი უმრავლესობა ეხებოდა ტექნიკურ ხარვეზებს, რომელთაც, საერთო ჯამში, არ შეიძლება გავლენა ჰქონდეს არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

მისივე თქმით, მარნეულის 85 საუბნო საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება. 

რაც შეეხება ამომრჩევლების აქტივობას - ბოლნისში პოზიცია დააფიქსირა 43.55%-მა, ხოლო მარნეულში - 47.3%-მა. 

დღის ამბები