28 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
დღის ბოლოს აქტივობა 51,3 % იყო, რაც წინა არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებულია - "სამართლიან არჩევნები"

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებში" შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა, სადაც საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.

ორგანიზაციის წევრის ნინო დოლიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში ჩატარდა. 

"საქართველოს მასშტაბით საარჩევნო პროცესი უმეტესწილად მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. თუმცა გამოიკვეთა ცალკეული ტენდენციები, როგორიც არის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა, მარკირების პროცესი და სხვადასხვა ტიპის პროცედურული დარღვევები. 

უმეტესად პრობლემები იყო უბნის გარე პერიმეტრებზე, კოორდინატორების და დაუდგენელი პირების შეკრება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ და იყო დამაშინებელი გარემო. აღრიცხვა ხდებოდა, როგორც 100 მეტრიან რადიუსში ასევე უფრო ახლოსაც.

დღის ბოლოსთვის აქტივობა იყო 51,3 % რაც წინა არჩევნებთან შედარებით არის გაუმჯობესებული,"- აცხადებს დოლიძე. 

დღის ამბები