28 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
საქართველოში აქციებით ხელისუფლების შეცვლის დრო დასრულდა - გიორგი ხელაშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, საქართველოში აქციებით ხელისუფლების შეცვლის დრო დასრულდა. გიორგი ხელაშვილი მმართველი გუნდის სხვა წევრების მსგავსად, "ქართული ოცნების" გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

​"საქართველოში აქციებით ხელისუფლების შეცვლის დრო დასრულდა. ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში შეიცვლება მაშინ, როდესაც ამას ხალხი მოინდომებს. ამჯერად კი, ხალხმა ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვცა მართვის მანდატი და 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. თუ ვინმეს, ქუჩაში აქციების გამართვა უნდა, ამას ვერავინ დაუშლის. მართალი გითხრათ მე მიხარია ხოლმე აქციები რომ იმართება, ვინაიდან გაჭირვებული ხალხი ჩამოჰყავთ ხოლმე პროვინციებიდან და ფულს ურიგებენ. ეს არის ქართველი ხალხისთვის მოპარული და საზღვარგარეთ გატანილი ფული. რაც თავისთავად ცუდი არ არის, ცუდია ის, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ  საქართველოში არის არასტაბილურობა. 

მადლობა ღმერთს, რომ "ქართული ოცნების" დღევანდელი გამარჯვებით, ამ მანკიერ პრაქტიკას საბოლოოდ დაესვა წერტილი სამი წლით," - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა. 

დღის ამბები