28 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
ფოთში თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა 51%-მა მიიღო მონაწილეობა

ფოთის #70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებში ფოთში ამომრჩეველთა 51%მა მიიღო მონაწილეობა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა აქტიურობა პროცენტულობით გაზრდილია.

"20:00 საათის მონაცემებით არის 21  353 ამომრჩეველი. ეს არის  52,01%. წინა არჩევნებზე 49,2% დაფიქსირდა, ამიტომ ახლა  შედარებით ცოტათი მეტია პროცენტულობა. რაც შეეხება საჩივრებს, 8 საჩივარია შემოსული, აქედან ძირითადი არის პროცედურული დარღვევა, ერთში ნათქვამია, რომ ბიულეტენების დათვლამდე არ მოხდა დოკუმენტაციის დალუქვა.  ამ საჩივრებზე იმსჯელებს საოლქო საარჩევნო კომისია და მიიღებს შესაბამის რეაგირებას," - განაცხადა #70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სალომე როდონაიამ.

დღის ამბები