28 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
ცესკო: არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776 ამომრჩეველმა (51, 92%) და დაიწერა 366 საჩივარი - მიმდინარეობს ხმების დათვლა

საარჩევნო კომისიის სპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%-ია. მისი თქმით, დღეს კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. 

"არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%-ია. კენჭისყრის პროცესმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 366 საჩივარი, მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება და მოთხოვნილია კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. 

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული საპასუხისმგებლო ხმის დათვლის ეტაპი. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, ისინი გადაეცემა შესაბამის კომისიებს, იქ ეს ოქმები დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკოს. შედეგებს კი ჩვენ მიღებისთანავე ავტვირთავთ სპეციალურ ვებ-გვერდზე," - განაცხადა ნათია იოსელიანმა. 

დღის ამბები