28 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
გამჭვირვალეობა, სიმშვიდე და კარგი აქტივობა - საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლების პირველი შეფასებები

ცესკოში საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლებმა არჩევნების დასრულების შემდეგ, პირველი განცხადებები გააკეთეს. ისინი არჩევნების პროცესის გამჭვირვალობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ დღემ სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა. 

"ჩვენ რამდენიმე საარჩევნო უბანს დავაკვირდით, ზოგადი სიტუაცია მშვიდი იყო. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კომისიის წევრები კარგად იყვნენ მომზადებულები. ასევე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა და არც ოფიციალურ საჩივრები არ იყო. შეიძლება ითქვას, რომ რეგულაციები და წესები სათანადოდ იყო აღსრულებული. შევნიშნეთ მცირე შეცდომები, რომლებსაც არანაირი ზეგავლენა არ ექნებათ არჩევნების შედეგებზე,"- აცხადებს დამკვირვებელი ლიეტუვადან რეინს ტოჩელოვსკი.

საერთაშორისო დამკვირვებელი უკრაინიდან კი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი დამკვირვებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საკმაოდ კარგი აქტივობა იყო. 

"ორ ფაქტორზე მსურს გავამახვილო ყურადღება, პირველი ასპექტი გახლავთ გამჭვირვალობა. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ დაახლოებით 8-9 საარჩევნო ოლქის მონახულება შევძელით და შევნიშნე, რომ ძალიან კარგი აქტივობა იყო ადგილობრივი დამკვირვებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ჩემი შეფასებით, ყველაფერი ძალიან გამჭვირვალე იყო და ფაქტობრივად არ არსებობდა სივრცე, რაიმე შეცდომისა. შემდეგი ასპექტია ყალბი ინდენტობის ფაქტორი, დავაკვირდით იმას, რომ ყველა შესასვლელთან პირადობების შემოწმება ხდებოდა და მოწმდებოდა ყველა ამომრჩევლის პირადობის მოწმობა,"- აღნიშნა დამკვირვებელმა უკრაინიდან ჯორჯ ჩიჟოვმა

დღის ამბები