28 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
100%-იანი მონაცემი გვაქვს, რომ მეორე ტურია გარანტირებული თბილისში - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, აქვს 100%-იანი ინფორმაცია, რომ თბილისში მეორე ტური იქნება.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია კომისიის წევრების მობილიზაცია.

"კალაძეს პირველ ტურში გამარჯვებასთან დაკავშირებით, თითქოს ზაზუნას დღეა, 2014 წელს იყო ზუსტად ასეთი ვითარება მაშინდელ "ქართული ოცნების" მერთან, რომ მხოლოდ მათი პროპაგანდის ორგანოებმა გამოაცხადეს პირველ ტურში გამარჯვება და სწრაფადვე გაირკვა მაშინ, რომ ვერ მოიგო პირველ ტურში ნარმანიამ. იგივე მოხდა სალომე ზურაბიშვილის არჩევნებისას, 2018 წელს, როცა მან ვერ მოიგო პირველ ტურში.

არ უნდა შეგვიყვანონ შეცდომაში, ვგულისხმობ, ყველა ადამიანს, ვინც კომისიაში ზის, ვიცი, როგორ იყენებენ ხოლმე ამას წნეხისთვის, რომ თითქოს დამთავრდა ყველაფერი და რომ იქ მოხდეს კაპიტულაცია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათი სიტყვებიდან დასკვნის გაკეთება არ შეიძლება - უფრო პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე თქვეს ცდომილების ზღვარშია ეს პროგნოზიო და 100%-იანი მონაცემი გვაქვს, რომ მეორე ტურია გარანტირებული თბილისში.

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია კომისიებში მყოფი ჩვენი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზე, ყოველწუთიერი კონტაქტი მათთან და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რაც მოხდა წინა არჩევნებზე - ატმოსფერომ გადაწონა ვითარება და მანიპულირების საშუალება მიეცათ, ვერ გააკეთებენ ვერანაირ მანიპულირებას, თუ კომისიის წევრები არ დათმობენ პოზიციებს,"-აცხადებს ბოკერია. 

დღის ამბები