28 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
ჩვეული სიმშვიდით ჩავატარეთ არჩევნები და დამაჯერებლად მოვიგეთ - "ქართული ოცნების" კანდიდატი ფოთში ბექა ვაჭარაძე

ფოთში "ქართული ოცნების" კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ოპონენტისგან განსხვავებით  არჩევნების მეორე ტურს გამორიცხავს და ამბობს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებლად გაიმარჯვა.

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ოპონენტების მხრიდან პროვოკაციის მოწყობის მცდელობისა, ჩვენ ფოთელებისთვის ჩვეული სიმშვიდით ჩავატარეთ არჩევნები და დამაჯერებლად მოვიგეთ. პირველ რიგში  მადლობა მინდა ვუთხრა ფოთელებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ახლა ვკონცენტრირდებით არსებულ პრობლემებზე, ფოთის განვითარების გეგმებზე. უნდა ვთქვა, რომ მთელი საარჩევნო კამპანია ოპონენტების მხრიდან აგებული იყო დეზინფორმაციაზე, თუმცა დეზინფორმაციამ არ იმუშავა ჩვენს ქალაქში, ახლაც დეზინფორმაციას ავრცელებენ და ეს საპნის ბუშტივით გასკდება, როგორც აქამდე იყო" _ განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

დღის ამბები