28 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
არჩევნები 2021 - როგორი არჩევანი გააკეთეს საარჩევნო უბნებზე მისულმა რეგიონის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებმა

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებმა თავიანთი არჩევანი საარჩევნო უბნების გახსნიდან მალევე გააკეთეს.

მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კანდიდატების მოწოდება იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მისულიყო უბანზე არჩევანის გასაკეთებლად.

საარჩევნო უბნების გახსნიდან ზუსტად 1 საათში ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან საკუთარი პოზიცია მეცამეტე უბანზე დააფიქსირა. 

ადგილზე შვილთან ერთად მივიდა და თქვა, რომ გადაწყვეტილება მომავალი თაობისთვის უკეთესი ქვეყნის შექმნის სურვილით მიიღო.

მამუკა წოწერიას შემდეგ, მალევე საარჩევნო უბანზე ანზორ მელიაც გამოჩნდა. "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მხარი სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას დაუჭირა.

დღის ამბები