28 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
"20:00 საათისთვის, მთლიანობაში დაფიქსირებული გვაქვს 80-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა" - საია

არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა, სადაც საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციას მთლიანობაში 80-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა აქვს დაფიქსირებული. 

"20:00 საათისთვის ჩვენ მთლიანობაში დაფიქსირებული გვაქვს 80-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა. ჩვენ დღის განმავლობაში ძირითად ტენდენციებს, რასაც ვაკვირდებოდით, იმ მცირე პროცედურული დარღვევების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო უბნის პერიმეტრზე, 100 მეტრიან პერიმეტრზე ამომრჩევლის ნების კონტროლისთვის შეკრებილი პირების, ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომელზეც ფაქტობრივად არავითარი რეაგირება არ ჰქონია საპატრულო პოლიციას.

ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ხმის მიცემასთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევა, მარკირების წესების დარღვევა, ასევე გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები, ლუქის მთლიანობასთან დაკავშირებული დარღვევები. ეს ყველაფერი ჩვენ რამდენიმე უბანზე დავაფიქსირეთ. ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვქონდა იმ უბნებზე, სადაც ჩვენი დამკვირვებლები იმყოფებოდნენ," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

 

დღის ამბები