28 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
არჩევნები დასრულდა - რამდენი კანდიდატი იყო დარეგისტრირებული და რა შემთხვევაში ინიშნება მე-2 ტური

მთელი საქართველოს მასშტაბით, 5 თვითმმართველ ქალაქსა და დანარჩენ 59 მუნიციპალიტეტში, 241 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული.

მარტო თბილისის მერობისთვის, ყველაზე მეტი მსურველი 16 პირი იბრძოდა. მათგან ერთ-ერთს პირველივე ტურში გასამარჯვებლად 50%-ს + ერთი ხმა სჭირდება.

იმ შემთხვევაში, თუ პირველივე ტურში რომელიმე კანდიდატი ხმების შესაბამის რაოდენობას ვერ მოაგროვებს, ინიშნება მეორე ტური, სადაც მერი ხმათა უმრავლესობით გავა. მერობის კანდიდატები დღეს თავადაც ირჩევდნენ თბილისის მერს.

დღის ამბები