28 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
დიდი პატივია ჩვენთვის მერვედ გამარჯვება, ვულოცავ თბილისის მერს, ჩვენს პარტიას და ჩვენს ხალხს - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების" ოფისში პრემიერ-მინისტრი გუნდის ლიდერებთან ერთად იმყოფება. "ქართული ოცნების" ლიდერები არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ. 

პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას დიდი მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დიდი პატივია არჩევნებში მერვედ გამარჯვება. 

"დიდი პატივია ჩვენთვის მერვედ გამარჯვება, ვულოცავ თბილისის მერს, ჩვენს პარტიას და ჩვენს ხალხს. დღევანდელი გამარჯვება ეკუთვნის სრულიად საქართველოს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს.

მინდა მივმართო ოპონენტებს. დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში, დავასრულეთ სიძულვილის და სიცრუის ეპოქა. ხვალიდან უნდა დაიწყოს განვითარების და სტაბილურობის ხანა,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები