28 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ხატია დეკანოიძე ქუთაისში საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ საუბრობს

"ნაციონალურ მოძრაობაში" საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ ისაუბრეს. ხატია დეკანოიძის თქმით, ქუთაისში რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა დარღვევები. მან შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

ქუთაისში, 37-ე უბანზე ჩვენმა წევრებმა დაიჭირეს კომისიის წევრი, აფილირებული "ქართულ ოცნებასთან", რომელმაც ბიულეტენები ჩაყარა ყუთში. 124-ე უბანზე არის წინასწარ შევსებული ოქმი. შემჩნეულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაბუნია, რომელიც აქტიურ თანამშრომლობაშია "ქართული ოცნების" კოორდინატორებთან და მათ შორის, მეთვალყურეობს 124-ე უბანს.

რასაც თქვენ აკეთებთ, არის სისხლის სამართლის დანაშაული და მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, მიაქციონ ამ ადამიანს ყურადღება," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები