28 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ხმა დეპოლარიზაციას მივეცი - სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება.

"ადგილობრივი არჩევნები არის მნიშვნელოვანი დემოკრატიულ პროცესებში. ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლა შეუძლიათ, რომ აირჩიონ თავ-თავიანთ ადგილზე ისინი, ვინც ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ. აქ ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია და ეს არჩევნები არის, ზოგადად, როდესაც უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, ამის იმედი მაქვს და მე ამას მივეცი ხმა - დეპოლარიზაციას,"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები