28 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ეს არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის, ეს არის დემოკრატიის ტესტი - კარლ ჰარცელი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშნველობაზე ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელის თქმით,ეს არის დღე, როცა პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ განცხადებებისგან. მან იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩატარდება.

"ძალიან განსაკუთრებული დღეა ნებისმიერი დემოკრატისთვის. ეს არის დღე, როდესაც თითოეულმა პოლიტიკოსმა თავი უნდა შეიკავოს განცხადებების გაკეთებისგან, რადგან დროა, ამომრჩეველი საარჩევნო უბანთან მივიდეს და საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს.

ჩვენ ვნახეთ გასული კვირების და ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლარიზაციის მაღალი დონე, რომელიც შენარჩუნებულია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ძალიან სამწუხაროა. 

მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური მხარე რაღაცაზე შეთანხმდეს. ვფიქრობ, დღეს ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა საკუთარი არჩევანი მშვიდ, წყნარ გარემოში დააფიქსიროს. იმედს ვიტოვებ, უსაფრთხო გარემოში მოუწევთ მუშაობა მედიის წარმომადგენლებს. პანდემიის გამო ყველას მოვუწოდებ მიიღონ შესაბამისი ზომები როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე მის გარეთ. 

როგორც საქართველოს მხარდამჭერი, იმედს გამოვთქვამ, რომ ეს დღე ყველა მოქალაქისთვის იქნება დემოკრატიის დღე, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის, ეს არის დემოკრატიის ტესტი, ხვალ კი მოვისმენთ ეუთო-ოდირისა და ევროპარლამენტარების შეფასებებსა და ვერდიქტს არჩევნებთან დაკავშირებით,"-აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი.

დღის ამბები