28 ნოემბერი 2024,   06:59
ვრცლად
გთხოვთ, არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია - მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ავრცელებს.

"ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელო ქართულო საზოგადოებავ, როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი ყალბი განაჩენებით, რომელიც თავის დროზე, მათ შორის, პუტინის დაკვეთით გამოუტანეს, მსოფლიოს არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა ამ განაჩენებს არ აღიარებს, მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის.

ძალიან მინდა, გთხოვოთ, ხვალ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არცერთი ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები.

ჩემი თავისუფლება და, რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება, მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა ასევე დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა. გთხოვთ, არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია.

მიყვარხართ, თქვენი ერთგული მ. სააკაშვილი,"-წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები