28 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, უკვე დატოვა. 

ომბუდსმენმა გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. 

"როდესაც შევედი ის იმყოფებოდა ექიმებთან და სამედიცინო შემოწმებას გადიოდა. შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საკანში. როგორც მან მითხრა, დაკავების დროს მარტო იმყოფებოდა და არავისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, შესაბამისად, მის მიმართ ძალა არ ყოფილა გამოყენებული. აღნიშნავს, რომ მოპყრობა იყო დამაკმაყოფილებელი. ასევე ჯანმრთელობის კუთხითაც რაიმე განსაკუთრებული საჭიროებები არ აქვს.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის შიმშილობას აცხადებს და როგორც უკრაინის მოქალაქე უკრაინის კონსულთან შეხვედრას მოითხოვს. შიმშილობას იმიტომ აცხადებს, რომ არ ეთანხმება იმ მსჯავრს, რაც მის მიმართ არის გამოტანილი და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს,"- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები