28 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
რატომ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა - იუსტიციის მინისტრის განმარტება   

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს, რატომ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

"მიხეილ სააკაშვილი რუსთავი დაწესებულებაშია. უსაფრთხოების მოტივებით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ასე ხდება ზოგადად.

პენიტენციალურ დაწესებულებაში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ყველა პირობა არის დაკმაყოფილებული. არის სავალდებულო პროცედურები რისი გავლის შემდეგაც სააკაშვილი შესახლდება დაწესებულებაში. 

სახალხო დამცველს შეუძლია, რომ შეუზღუდავად შევიდეს პატიმართან. ამ წუთებშიც მასთან უკვე შესულია ნინო ლომჯარია. საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებული წესებით ყველა უფლება იქნება დაცული, რომელიც გააჩნია საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირს.

რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამჟამად მიმდინარეობს ამ სავალდებულო პროცედურების გავლა. ამ ეტაპზე რაიმე სახის ჩივილები მას არ გამოუხატავს,"- აცხადებს რატი ბრეგაძე.

დღის ამბები