28 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
სააკაშვილმა არ შეაწუხა და არ აჯაჯგურა არავინ, ხვალ კონცენტრირება არჩევნების მოგებაზე უნდა მოხდეს - თაკო ჩარკვიანი 

პარლამენტის წევრი, პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებით ვითარება არ უნდა შეიცვალოს, რადგან 2 ოქტომბერი გადამწყვეტი დღეა და ამომრჩევლის კონცენტრირება არჩევნების მოგებაზე უნდა მოხდეს. 

"მიხეილ სააკაშვილმა არ შეაწუხა არავინ, ეს ძალიან საინტერესო რამ არის. არ აჯაჯგურა არავინ. მან თავიდან განცხადება განზრახ და სწორად გააკეთა. ხვალ, რომ დავიფანტოთ ეს ძალიანა არასწორი იქნება და ეს ნიშნავს "ოცნების" მოგებას. კონცენტრირება უნდა მოხდეს ხვალ 2 რიცხვზე, ანუ არჩევნების მოგებაზე,"- აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

 

დღის ამბები