28 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
პირველ რიგში ვართ ადამიანები, არ მგონია ქვეყნის პრეზიდენტის დაკავება ვინმეს ახარებდეს - გიორგი ვაშაძე

"მესამე ძალის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის დაკავება არავის გაუხარდება. 

"ახლა საქართველოს ისე, როგორც არასოდეს სჭირდება ცვლილებები, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვან განვითარებას მოუტანს. 

რაც არუნდა პოლიტიკოსები ვიყოთ, პირველ რიგში ვართ ადამიანები არამგონია ვინმეს ახარებდეს ქვეყნის პრეზიდენტის დაკავება. ეს დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობა. ჩავაბაროთ წარსულს, შუღლი, კინკლაობა, რომელიც ქვეყანას გასაქანს არ აძლევს. 

არ დაგავიწყდეთ ხვალინდელი არჩევნები არის ცვლილებების არჩევნები. არ გვაქვს ჩვენ ქართველებს არაფერი გასაყოფი, ეს ქვეყანა ერთიანი ძალებით უნდა ავაშენოთ,"- აცხადებს ვაშაძე.

დღის ამბები