28 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია - როგორ ვითარდებოდა მოვლენები მთელი დღის განმავლობაში   

"დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ" - ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაახლოებით დილის 9 საათზე დაწერა. სააკაშვილის ფეისბუქ-პოსტს მალევე, მისი მტკიცებით, ბათუმში გადაღებული ორი ვიდეომიმართვაც მოჰყვა. სადაც ექს-პრეზიდენტი საზოგადოებას ჯერ არჩევნებზე აქტიურობისკენ, შემდგომ კი მასშტაბურად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა. სააკაშვილი იქვე პირობას დებდა, რომ სწორედ ხალხმრავალი ანტურაჟის პირობებში გამოჩნდებოდა.

პარტიის დამფუძნებლის ქმედებებს მალევე გამოეხმაურნენ "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიაში სჯეროდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლაც საქართველოში იმყოფებოდა და არც ვიდეომიმართვის ლოკაციის აუთენტურობაზე ჰქონდათ კითხვები. 

სასამართლოს მიერ, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ ცნობილი ექს-პრეზიდენტის შესახებ დღეს კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გაკეთდა. უწყებაში განმარტავდნენ, რომ სააკაშვილს არც ქვეყნის საზღვარი გადმოუკვეთავს და არც უკრაინა დაუტოვებია. 

მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ჯავშანი ფეისბუქზე 4 დღის წინ გამოაქვეყნა. მაშინ ექს-პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ საქართველოში 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ღამით კიევი-თბილისის რეისით დაბრუნდებოდა.

 

 

დღის ამბები