28 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
იცოდა, რომ ციხეში მოუწევდა ჩაჯდომა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ციხიდან დაამარცხებს "ქართულ ოცნებას" - პეტრე ცისკარიშვილი 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, მიხიელ სააკაშვილმა იცოდა, რომ მას ციხეში მოუწევდა ჩაჯდომა, თუმცაც ამის არ შეშინებია.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ყოფილმა ქვეყანაში პრეზიდენტმა თვითმფრინავით დაბრუნება არ გარისკა, რადგან ვარაუდობდა, რომ ბორტს ქართული მხარე არ მიიღებდა. 

"მიხეილ სააკაშვილს შეეძლო თვითმფრინავითაც წამოსულიყო, მარგამ იყო საფრთხე, რომ ეს ბორტი საქართველოში არ დაესვათ, გადაემისამართებინათ, მგზავრებისთვის საფრთხე შეექმნათ. აქედან გამომდინარე, ის შემოვიდა ისე როგორც შემოვიდა. არ ჩააყენა საქმის კურსში საქართველოს მესაზღვრეები. ასე რომ ის ჩამოვიდა, "ოცნება" მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდა იმ ტყუილებს, რომ თითქოს ის ტრუსკავეცშია, უკრაინიდან არ წამოსულა. ამას ცდილობდნენ იმისათვის, რომ საკუთარი ყურებჩამოშვებული, დემორალიზებული ამომრჩეველი გაემხნევებინათ და შეეგულიანებინათ.

მთელი ტყავით, როგორც თავიდან თვითონ ამბობდა, იბრძვის და შემოვიდა ამ ბრძოლაში, ქართული ოპოზიცის გასამარჯვებლად და 41 ნომრის დასამარცხებლად და აქედან გამომდინარე, ჩვენი გეგმები არ იცვლება, ხვალ ყველანი გავდივართ არჩევნებზე.

მიშა სააკაშვილი მოდიოდა, არ ეშინოდა მათი ციხის. მან იცოდა რომ ციხეში მოუწევდა ჩაჯდომა, შევიდა ციხეში მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ციხიდან დაამარცხებს "ქართულ ოცნებას," - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი. 

დღის ამბები