28 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
"ახლა მე დამაკავებენ..." - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი დაკავებამდე გავრცელებულ ბოლო მიმართვაში 

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ვიდეო-მიმართვა გაავრცელა. სააკაშვილი ამბობს, რომ მას მალე დააკავებენ. ის მხარდამჭერებს ამხნეევებს და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. 

"დიდი ალბათობით ახლა მე დამაკავებენ თბილისში, მაგრამ არაფრის არ შეგეშინდეთ. ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და 3-ში ყველა ერთად ვიზიარებთ გამარჯვებას. აბა თქვენ იცით. მე ვარ ძალიან მტკიცედ, მედგრად. იმისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვქონდა. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ...აბა თქვენ იცით,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ თბილისში დააკავეს. 

დღის ამბები