28 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის დაკავება იყო იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება იყო იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო.

"ეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო. მივულოცავ პრემიერს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას და მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ სტრუქტურებს. დღეს წინასაარჩევნო კამპანია და გვსურს შევაჯამოთ განვლილი 2 თვე. გარემო უპრეცედენტოდ მშვიდობიანად წარიმართა, მიუხედავად რამდენიმე მძიმე პროვოკაციისა, რომელიც  "ნაცმოძრაობამ" არჩევნებამდე ბოლო 10 დღის წინ მოაწყო, მათ ვერ შეძლეს საარჩევნო გარემოს ხელოვნურად გაუარესება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ თბილისში დააკავეს. 

დღის ამბები