28 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
დაანონსებული პროვოკაციები არჩევნებამდე 2 დღით ადრე - "ქართული ოცნება" ბრალს ოპოზიციის ნაწილს დებს

მოსალოდნელი პროვოკაციები - ეს სიტყვები საქართველოში ყველა არჩევნებს თან ახლავს, გამონაკლისი არც წლევანდელი წელია.

ხელისუფლება ნაცნობ სცენარზე საუბრობს და არეულობის შეტანის მცდელობაში ყოფილ მმართველ პარტიას ადანაშაულებს.

ჭარბი საარჩევნო საჩივრები, დოკუმენტაციების გადაცემა, მათ შორის, საარჩევნო სიების მოპარვა, უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა და ფიზიკური დაპირისპირებების დაგეგმვა - ამ ბრალდებებს "ოცნება" ოპოზიციის ნაწილს უყენებს.

ისინი, ვისაც მმართველი გუნდი მოსალოდნელ ინციდენტებზე პასუხისმგებლობას აკისრებს, აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანი კენჭისყრის დღეს მხოლოდ საკუთარი ხმების დაცვაა. ბრალდებებს პროვოკაციების შესახებ უარყოფენ და იქვე არჩევნების გაყალბების მცდელობაზე საუბრობენ.

მუნიციპალურ არჩევნებამდე ზუსტად 2 დღე რჩება. როგორ ჩაივლის არჩვენების დღე და აღიარებს თუ არა შედეგებს ოპოზიცია, ეს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვევა.

დღის ამბები