28 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
როდის დაიწყებს საქართველო ბუსტერ დოზების გამოყენებას - იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი მესამე დოზების გამოყენების საკითხს აქტიურად განიხილავს

ჯერჯერობით, ერთადერთი ვაქცინა, რომელსაც ბუსტერ დოზისთვის გამოიყენებენ, Pfizer-ია. მესამე დოზით ვაქცინაცია სხვადასხვა ქვეყანამ განსხვავებული მოდელით დაიწყო. მაგალითად, აშშ ე.წ. ბუსტერს იყენებს 65 წლის ასაკის ზემოთ და 18-65 წლამდე მათთვის, ვინც სამსახურეობრივი რისკის ქვეშ დგას. ისრაელმა კი უნივესალური მიდგომა აირჩია.

რა მოდელს აირჩევს საქართველო, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი მესამე დოზების გამოყენების საკითხს აქტიურად განიხილავს.

ექიმების ნაწილს მიაჩნია, რომ ჯერ ქვეყნისთვის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება ნაადრევი იქნება.

შესაძლებელია თუ არა Astrazeneca-თი, ან ჩინური პრეპარატით აცრილებმა Pfizer-ის ბუსტერ დოზა გაიკეთონ - ნორვეგიაში ქართველი ექიმი ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებამდე, კვლევებია საჭირო.

ევროპის წამლების სააგენტო Pfizer-ის ბუსტერ დოზის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს მიიღებს.

დღის ამბები