28 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოსდა ტელეკომპანია "ფორმულას" სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო - თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ინფორმაცია ტელეკომპანია "ფორმულას" შესაძლო დაყადაღებასთან დაკავშირებით სიცრუეა.

საქალაქო სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნას მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

"მედიასაშუალებებში ვრცელდება სრული დეზინფორმაცია, თითქოსდა ტელეკომპანია "ფორმულას"  სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისგან სოლიდარულად დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სარჩელის ფარგლებში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, აღნიშნულზე სასამართლო ვერც იმსჯელებდა,"-ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები