28 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
პრემიერი სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დაკავებას ჰპირდება - რა მოლოდინებია ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში

ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილს, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, დაკავებას ჰპირდება.

სამოქალაქო დაპირისპირების არა, თუმცა, პოლარიზაციის გაღრმავებისა და დემოკრატიული პროცესების დაზიანების მოლოდინი აქვთ ევროპარლამენტარებს, ეს იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება. 

ევროპარლამენტარების სურვილების იდენტურია საქართველოში ამერიკის ელჩის პოზიციაც. კელი დეგნანმა დღეს მედიასთან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა - არჩამოსვლის შეფასებისას, ვარაუდებისგან თავი შეიკავა, თუმცა მკაფიოდ თქვა, რომ არჩევნებზე აუცილებელია მშვიდი და დემოკრატიული გარემო. 

მშვიდად და უსაფრთხოდ, თუმცა რისკების გათვალისწინებით აპირებს საქართველოში ექსპრეზიდენტი დაბრუნებას - ეს პოზიცია მის პარტიაში აქვთ, სადაც საპირისპიროს ფიქრობენ და ამბობენ რომ 2 ოქტომბრის ღამეს გართულებების გამოწვევა მხოლოდ მმართველ პარტიას შეუძლია. სააკაშვილის მხარდამჭერები ვახტანგ გომელაურთან შეხვედრასაც ითხოვენ.

ექსპრეზიდენტის სამომავლო გეგმებზე პროგნოზების გაკეთება უჭირთ ოპოზიციაში. მიაჩნიათ, რომ საზოგადოების მთავარი ინტერესი ახლა, არა სააკაშვილის ჩამოსვლა, არამედ ყოფითი პრობლემებია.

პოზიციები არ შეუცვლიათ მმართველ პარტიაში, სადაც განმარტავენ, რომ სააკაშვილის დაბრუნებას აუცილებლად მოჰყვება მისი დაკავება აეროპორტშივე.

დღის ამბები