28 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ევროპული კვლევები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა - საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანული მედიცინა ქვეყნიდან გაუსვლელად ხდება ხელმისაწვდომი

საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანული მედიცინა ქვეყნიდან გაუსვლელად ხდება ხელისაწვდომი. ევროპული კვლევები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა სხვადასხვა მიმართულებით შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე, დისტანციურად.

"დოიჩე დიაგნოსტიკ ცენტრუმის" იდეა გერმანიაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტს, პროფესორ გიორგი გრიგოლიას ეკუთვნის, მასთან ერთად პროექტის პრეზენტაციისთვის გერმანიიდან წამყვანი სპეციალისტები ჩამოვიდნენ.

ახალი ცენტრი საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ბაზაზე შეიქმნება. გერმანულ გამოცდილებას სწორედ ჰოლდინგის თანამშრომელი მედიკოსები გაიზიარებენ.

როდიდან შეძლებენ საქართველოში პაციენტები გერმანული დიაგნოსტიკით სარგებლობა,ს ზუსტი თარიღი ოქტომბრის ბოლოს დასახელდება, მანამდე გერმანელი სპეციალისტები საკუთარ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ და ცენტრს შესაბამისი აპარატურით აღჭურვავენ.

დღის ამბები