28 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
35 წლის კაცს მეთერთმეტე დღეა ეძებენ - ლევან ბეჟაშვილი კახეთში გაუჩინარდა

დედოფლისწყაროში მცხოვრებ 35 წლის ლევან ბეჟაშვილს მეთერთმეტე დღეა ეძებენ. ის ბოლოს 19 სექტემბერს, თბილისიდან სამარშუტო ტაქსით დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა, რის შემდეგაც არავინ უნახავს.

ბეჟაშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილმა რამდენიმე დღით ადრე ტელეფონი დაკარგა და ოჯახს სხვების დახმარებით ეკონტაქტებოდა. ბოლოს მან დედას დაურეკა და აცნობა, რომ სოფელ ჩალაუბანში იმყოფებოდა და სახლში დაბრუნებას უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებდა.

"17 სექტემბერს დამირეკა თბილისიდან და მითხრა, რომ ტელეფონი დაკარგა, ამიტომ, სხვების ტელეფონით მეკონტაქტებოდა. 19-შიც დამირეკა და მითხრა, რომ ტაქსით მოდიოდა დედოფლისწყაროში. მერე ჩალაუბნის ე.წ ტეკიდან დამირეკა რომ ტრანსპორტს ელოდებოდა, რომ დაბრუნებულიყო და მას შემდეგ მისი კვალი ქრება. ვეძებთ ყველგან, ჩვენც, პოლიციაც, სამაშველო, მეგობრებიც, მაგრამ არსად ჩანს. არადა, ძალიან ყურადღებიანი იყო, ყოველთვის მირეკავდა და მაგებინებდა თავის ამბავს,"- ამბობს დაკარგულის დედა ნათელა ბუჩუკური.

ოჯახის ინფორმაციით, პოლიციას უკვე აცნობს და სამძებრო მიმდინარეობს.

დღის ამბები