28 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
"ოცნებისა" და ენმ-ის მორიგი დაპირისპირება და ორი სხვადასხვა ვერსია - რატომ დაშავდა "ოცნების" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი

დაპირისპირება მარნეულში - ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ადანაშაულებენ. დაშავებულია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მმართველი გუნდიდან, როშან ისკანდაროვი. ისკანდიროვი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ვერსიით, ისინი მართავდნენ შეხვედრას მოსახლეობასთან, რის შემდეგაც მათ დაედევნენ "ოცნების" წარმომადგენლები და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

"უკნიდან დაგვედევნენ, დაგვეწივნენ. სადახლოს მაჟორიტარი დეპუტატი როშან ისკანდაროვი გადმოვიდა, დაგვიწყო ლანძღვა-გინება და უშვერი სიტყვებით, დედის გინებით გადმოვიდა. დაგვესივნენ, დაგვიწყეს ცემა-ტყეპა და იძულებული გავხდით, თავი დაგვეცვა და ჩვენც გამოვიყენეთ მათ მიმართ ხელის კვრით და ჯიკაობით ძალა, რომ თავი დაგვეცვა და გამოვქცეულიყავით, გამოვიქეცით, წამოვედით,"-აცხადებს ენმ-ის წარმომადგენელი. 

მომხდარ დაპირისპირებაზე განსხვავებული ვერსია აქვთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. 

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების ვერსიით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ისეთ ადგილზე აკრავდნენ საარჩევნო პლაკატებს, რომელიც ამისთვის არ იყო განსაზღვრული კანონით. მათივე თქმით, მათ ენმ-ის წევრებს შენიშვნა მისცეს, რაც, ჯერ სიტყვიერ, ხოლო შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"დაიწყო უკვე პროვოკაციული ქმედებები მარნეულში. დღეს სოფელ სადახლოში, სიის მეორე ნომერი ლაშა ქველაძე სააგიტაციო მასალას აკრავდა სკოლის კედელზე, რაზეც ჩვენი კანდიდატის მხრიდან იყო კანონიერი მოწოდება, რომ ეს კანონის დარღვევა. მათ ამაზე ძალიან ცუდი რეაგირება ჰქონდათ და სცემეს ჩვენს კანდიდატს, ზიანი მიაყენეს მის სხეულს, სახელს. ყოველ წელს მარნეული ხდება "ნაციონალების" პროვოკაციების ეპიცენტრი,"- აცხადებს "ოცნების" წევრი ზაურ დარგალი

დღის ამბები