28 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
საქართველოში "ბუსტერ" დოზად დაშვებული იქნება ჯერ Pfizer და შემდგომ Sinovac-ი, Sinopharm-ი - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან, საქართველოში "ბუსტერ" დოზად Pfizer, Siniovac-ი, Sinopharm-ი იქნება გამოყენებული.

"AstraZeneca-ზე ბუსტერ დოზაზე არ გამიგია, მაგრამ მიდის საუბარი, რომ Sinovac-ის, Sinopharm-ის და AstraZeneca-თი აცრილები, "ბუსტერ" დოზით აიცრან Pfizer-ით, ანუ Pfizer-ი ერთგვარი უნივერსალურია "ბუსტერ" დოზისთვის და ჩინეთში "ბუსტერ" დოზისთვის იყენებენ საკუთარ ვაქცინას, Sinovac-ს და Sinopharm-ს. ასე რომ, დიდი ალბათობით, ეს ჩემი პროგნოზია, "ბუსტერ" დოზად დაშვებული იქნება ჯერ Pfizer და შემდგომ Sinovac-ი, Sinopharm-ი,"-განაცხადა "დღის კურიერის" ეთერში თენგიზ ცერცვაძემ. 

დღის ამბები