28 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
მე-3, "ბუსტერ" დოზა მკვეთრად ზრდის იმუნიტეტს - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე "დღის კურიერის" ეთერში განმარტავს, რატომ დადგა "ბუსტერ" დოზის საჭიროება და რატომ უნდა გაკეთდეს ის მე-2 აცრიდან 6 თვის შემდეგ. 

"მე-3, "ბუსტერ" დოზა მკვეთრად ზრდის იმუნიტეტს. მე-3 "ბუსტერ" დოზა კეთდება, მე-2 დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ, როგორც კოვიდგადატანილებში, ასევე ვაქცინირებულებში, რადგან ანტისხეულებს თანდათან კლება ახასიათებს. 

იმასაც ამბობენ, რომ ანტისხეულების მოქმედება ზოგიერთ შემთხვევაში 1-2 წელი გრძელდება მაგრამ უმეტესად 6 თვის შემდეგ იკლებს, ამიტომ არის ეს დრო დადგენილი ბუსტერისთვის,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

დღის ამბები