28 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
პარტია "საქართველოსთვის" ვენის ლაბორატორიაში ჩატარებული ექსპერტიზის საბოლოო შედეგებს აქვეყნებს
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის პასუხი ნარკოტესტზე ცნობილია. ავსტრიის ლაბორატორიის დასკვნას, ყოფილი პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
 
დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ზემოხსენებული ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა.
კვლევის შედეგები გაიცა 2021 წლის 28 სექტემბერს.
 
2021 წლის 14 სექტემბერს ვენის (ავსტრია) ლაბორატორიაში „FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“ ჩატარდა გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, მათ შორის:
ტეტრაჰიდროკანაბინოლი - (მათ შორის ე.წ. მარიხუანა), კოკაინი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, MDEA, MDMA, მეფედრონი, ოპიოიდის ჯგუფები: ოპიატები და ჰეროინი, კოდეინი, მორფინი, ბუფრენორფინი, დიჰიდროკოდეინი, ფენტანილი, მეთადონი, ტრამადოლი, ბენზოდიაზეპინები
 
"ესეც თმის ნიმუშის კვლევის პასუხი! ავსტრიის ლაბორატორიის "FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“ დასკვნით, თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა,"- წერს გიორგი გახარია.
 
Нет описания.
დღის ამბები