28 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, რაც ჩაიდინეს და გააფორმეს ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, რომ საქართველოს ქმედებების გამო გადაიზარდა კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციას ეხებოდა, კობახიძემ ბოკერიას განცხადებას ტყუილი უწოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები საქართველოს ქმედებებმა გამოიწვია და ამას მაშინდელმა მთავრობამ ხელი მოაწერა. 

"ტყუილსაც აქვს საზღვარი - მათ მოაწერეს ხელი დოკუმენტს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში კონფლიქტი გადაზარდა ქართულმა მხარემ. 

საქართველომ დაიწყო ომი - ეს არის დათმობა ოკუპაციის სანაცვლოდ? ამას ამართლებს, ეს ხომ სასწაულია. ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, რაც ჩაიდინეს და გააფორმეს ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით. იქ არ წერია ესკალაცია, როგორც ამას ამბობდა გიგა ბოკერია, იქ პირდაპირ წერია ასეთი რამ - რომ საქართველოს ქმედებების გამო გადაიზარდა კონფლიქტი ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში და ამაზე პასუხი იყო რუსეთის. ეს არის ის, რაზეც ხელი მოაწერეს ამათ და ახლა ურცხვად იტყუება. ეს არის ოპოზიციის სახე და მერე უკვირთ რატომ იღებენ 1, 2 ან თუნდაც 27%-ს არჩევნებში. ამის იქით ისინი არ სარგებლობენ საარჩევნო რესურსით,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

 

 

დღის ამბები