28 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
0.1%-იც რომ ავიღოთ, 2024 წლამდე არანაირი არჩევნები არ გვექნება, ეს სამი წელი "ოცნება" დაამშვიდებს ქვეყანას - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნები არცერთ შემთხვევაში არ დაინიშნება.

მისი თქმით, 2024 წლამდე ქვეყანას სიმშვიდის და განვითარების 3 წელი ექნება, პოლარიზებული არჩევნების გარეშე.

"1%-იც რომ ავიღოთ, 0.1%-იც რომ ავიღოთ, თვითმმართველობის არჩევნების შედეგების საფუძველზე არანაირი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება, ეს ჩვენი ძალიან მყარი პოლიტიკური პოზიციაა. 
"ქართული ოცნება" 43%-ზე ბევრად მაღალ შედეგს აიღებს ისედაც და ასედაც, არავითარი ფორმით არაა აქტუალური ეს საკითხი, არც თეორიული, არც პრაქტიკული. პოლიტიკურ დისკუსიაში, რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, რომ რაღაცა მოიგოს არჩევნების წინ, მაგრამ საზოგადოებას შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ 2024 წლამდე არანაირი არჩევნები არ გვექნება, ჩვენ გვექნება სიმშვიდის და განვითარების 3 წელი.

ყოველ წელს არჩევნებიც არ არის პრობლემა, მაგრამ ყოველ წელს პოლარიზებული არჩევნები არის პრობლემა ქვეყნის განვითარების კუთხით. ამიტომ, ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე და ეს სამი წელი "ქართული ოცნება" დაამშვიდებს ქვეყანას საზოგადოებასთან ერთად,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები