28 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
3 დღე თვითმმართველობის არჩევნებამდე - პოლიტიკური პარტიის ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიის მიწურულს შეხვედრებს განაგრძობენ

არჩევნებამდე 3 დღით ადრე, თბილისის მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა ნიკა მელიამ, ელენე ხოშტარიასა და ზურა გირჩი ჯაფარიძესთან ერთად, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

აქტიურობენ დანარჩენი პარტიების წარმომადგენლებიც. "ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თბილისელებს მტკვრის სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებას ჰპირდება. 

ანა დოლიძის პარტიამ "ხალხისთვის", გლდანის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორასთან აქცია-პერფორმანსი გამართა.

წინასაარჩევნო კამპანიის მიწურულს, შეხვედრებს განაგრძობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც. რეზი სოხაძემ შემაჯამებელი შეხვედრა ვარკეთილი 3-ის მცხოვრებლებთან გამართა. კანდიდატმა ადგილობრივებს ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში რაიონში განხორციელდა.

ავლაბარში მცხოვრებ მოსახლეობასთან ბოლო დაპირებები გასცა ”ქართული ოცნების” ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც.

ზუსტად 2 დღეში უნდა გაირკვეს, როგორ დაკომპლექტდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 

დღის ამბები