28 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყო

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყო. ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში მას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცეპრემიერი ალი ახმედოვი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე დახვდნენ.

მთავრობის მეთაურის ვიზიტი ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყება, რომელიც „ზაგულბას“ სასახლეში გაიმართება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

დღის ამბები