28 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
"არანაირი მოლოდინი არ არსებობს შეწყალების" - შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ 

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა უკვე მესამე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ, თუკი 8-წლიანი პაუზის შემდეგ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, მას ციხე ელის და ასევე, დაიჭერენ ყველას, ვინც მის დაკავებას შეუშლის ხელს.

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს.

"არანაირი მოლოდინი არ არსებობს შეწყალების. რაც შეეხება ახალ საქმეებს, სხვანაირადაც რომ შევხედოთ, რა საჭიროება არსებობს ახალი საქმეების, როდესაც ორ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა და მასზე ჯერ არ არის განაჩენები დამდგარი. მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა მოეპოვებინა გარკვეულად მხარდაჭერა სხვადასხვა მისი პარტნიორებისგან, მაგრამ როგორც ჩვენ დავინახეთ, ესეთი მხარდაჭერა მას არ აქვს. მე არ მგონია, რომ რომელიმე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს ექნება სურვილი, ჩაერიოს მკვლელობის და ცემის საქმეში ბრალდებული და სასჯელმისჯილი ადამიანის საპატიმროდან დახსნის საკითხში,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.  ნიკა მელია განმარტავს, რომ მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს აღარ ენდობა. 

დღის ამბები