28 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
NDI-სა და IRI-ის ექსპერტები საქართველოში იმყოფებიან - ისინი ყველა პოლიტიკურ პარტიას დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ

არჩევნებმადე სამი დღით ადრე NDI-სა და IRI-ის ექსპერტები პარტიებს 2 ოქტომბერს და მის თანმდევ პოლიტიკურ პროცესებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

გავრცელებულ განცახდებაში წერია,რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები ყველა პოლიტიკურ პარტიას როგორც საარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პროცესებში აქტიური მონაწილეობისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ.

NDI-ისა და IRI-ის ექსპერტები მთავრობის წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან აპირებენ შეხვედრას, რათა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული ჩართულობის მიმართ საკუთარი მხარდაჭერა გამოხატონ. 

 

დღის ამბები