28 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

მთავრობის მეთაურის ვიზიტი ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყება, რომელიც "ზაგულბას" სასახლეში გაიმართება.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი ალიევი საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციის წევრებთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლებს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან. 

დღის ამბები