28 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გააკეთა. 

"დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები,“ - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 4 ოქტომბრიდან სააღმზრდელო პროცესი აღდგება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებში.

"4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა სრულად აღდგება. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს. ყველა საჯარო და კერძო სკოლაში 4 ოქტომბრიდან სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. დასწრებით ფორმატში სწავლის გაგრძელება ძალიან დიდი მიღწევაა და ყველას გილოცავთ ამას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დღის ამბები