28 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
ყურძნის ჩაბარების ელექტროსასწორებზე წონის ხელოვნურად გაზრდის აპარატურის დამონტაჟებისთვის 4 პირი დააკავეს

ყურძნის ჩაბარების ელექტროსასწორებზე წონის ხელოვნურად გაზრდის აპარატურის დამონტაჟებისთვის 4 პირი დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და სხვა ბრალდებულებთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვინის ქარხნებში, ყურძნის მიღების დროს ელექტროსასწორებზე განხორციელებული ხელოვნური მანიპულაციის შედეგად, დიდი ოდენობით თანხებს უკანონოდ ეუფლებოდნენ.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები