28 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები არ არის დაკავშირებული რიგგარეშე არჩევნებთან - ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნები რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული არ არის. 

მისივე თქმით, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება ოპოზიციის მიზეზით არ შედგა.

"19 აპრილის შეთანხმება რის საფუძველზეა ძალაში? მორალურად არის ძალაში? სამართლებრივად ძალაშია? შეთანხმება ნიშნავს ორ სუბიექტს შორის კონკრეტულ პირობებზე დათანხმებას. ეს არ მოხდა, არ შედგა. არ შედგა ოპოზიციის მიზეზით. ეს შეთანხმება დაიწყო კონკრეტული ჯგუფის შეთანხმების შედეგად. ეს კონკრეტული ჯგუფი მიაღწევდა იმას და სამართლებრივი ძალა მიეცემოდა იმ შემთხვევაში, თუ ეს ჯგუფი, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებდა მონაწილეობას. ამ ჯგუფმა მონაწილეობა არ მიიღო. როდესაც შეთანხმებაში შეიძლება, მონაწილე იყოს ოთხი მხარე და ორმა მხარემ მონაწილეობა არ მიიღოს, ეს შეიძლება ოთხმხრივ შეთანხმებად ჩაითვალოს? მოაწერა ერთმა მხარემ, მოაწერა მეორე მხარემ, არ მოაწერა სხვა ორმა მხარემ. შესაბამისად, ოთხმხრივი შეთანხმება არ შედგა,"- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

დღის ამბები