28 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ გადიან გამოკითხვას? - იკითხებიან - გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და საქმის მსვლელობის პროცესში სუს-ის თანამშრომლებიც იკითხებიან.

"ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით. მე რა შუაში ვარ?! - მე ჩემს თავს ვერ დავიბარებ. თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ გადიან გამოკითხვას?! იკითხებიან. გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოიკითხება ყველა, თუმცა არავინ დაიჩაგრება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვინც თავიანთ საქმეს აკეთებს. გამოძიების შედეგად დადგინდება ის, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა. დადგინდება სიმართლე," - განაცხადა ლილუაშვილმა.

დღის ამბები