28 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მივიდნენ.

მათ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სოხუმის დაცემიდან დღეს 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

სამხედრო დაპირისპირებას 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 300 000 დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

დღის ამბები